ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T495 - ტენდერი UPS აკუმულატორების შეძენა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ბანკი ქართუ აცხადებს ტენდერს UPS აკუმულატორების შეძენა/მომსახურებაზე.

მასალის დასახელება  ერთეული  რაოდენობა
აკუმლატორები 120Ah (ამპერ საათი)  ცალი  20

ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითონ (წარადგინონ ნაბეჭდი სახით) შემდეგი:

  • აპარატურის და მასალების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები და ფასები დღგ-ს ჩათვლით (ვალუტის მითითებით);
  • გარანტიის პირობები (საგარანტიო მომსახურება უნდა იყოს მინიმუმ 2 წელი);
  • მოწოდების ვადები;
  • ანგარიშსწორების პირობები;

მომსახურების და საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • კომპანიის რეკვიზიტები: სრული დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო ტელეფონები, პასუხისმგებელი პირი; 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კომპანიის რეგისტრაციის შესახებ და საბანკო რეკვიზიტები;

იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის და მომსახურების მიწოდება/სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, დაინტერესებული კანდიდატ(ებ)ის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით. 

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • კომპანიის და პროდუქციის მომწოდებლის (Vendor) რეპუტაცია და გამოცდილება აღნიშნულ სფერო(ებ)ში;
  • საგარანტიო, მოწოდების და გადახდის პირობები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება (სს „ბანკი ქართუ“-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადებების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტში მიღება განხორციელდება 2015 წლის 18 მაისის 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.39ა

საკონტაქტო პირი:

ნუგზარ დარბაიძე
სს „ბანკი ქართუ“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
მის.: ჭავჭავაძის გამზ. 39ა, თბილისი 0162, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2925592;
www.cartubank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ