ჩაბარების ვადა:
15 მარტი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT4963 - ტენდერი ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე 6/10 კვ ალუმინის კაბელის 3*240 – 500 მეტრი მონტაჟზე შემსრულებლის მასალით
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,საქინვესტი’’ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე 6/10 კვ ალუმინის კაბელის 3*240 – 500 მეტრი მონტაჟზე შემსრულებლის მასალით #04/03-GIEC-S/REPAIR-19
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- მასალის და სამუშაოების ჩამონათვალი
- ტოპოგრაფიული რუკა
სასურველი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ლევან წიკლაური. ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge საკონტაქტო ნომერი: 568 76 76
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით: გიორგი გილაური; საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მარტი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები