ჩაბარების ვადა:

12 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4964 - ფასთა გამოკითხვა ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

დასახელება განზ. ერთი ერთეულის ფასი შენიშვნა
ტოპოგრაფიული გეგმა არსებული საინჟინრო ქსელების, არსებული შენობა-ნაგებობების დატანით და მათი ექსპლიკაციით 1 მ2    
N1 შენობის არქიტექტურული აზომვითი ნახაზები - გეგმები, ჭრილები, ფასადები 1 მ2   გეგმებზე მიეთითოს დონეების აბსოლუტური მაჩვენებლები
შენობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო პროექტის 1 მ2   გასათვალისწინებელია, რომ შენობის საოფისე ნაწილში მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაცია
  • სამუშაოების ჩატარების შემდეგ შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის როგორც ამობეჭდილი (ე.წ. Hard Copy), ასევე ელექტრონული (PDF, Archicad, ან Autocad) ვერსიები.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა
  • სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია მომსახურების მოცულობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და ფოტო-მასალა იხილეთ თანდართულ ფაილში.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს: 2019 წლის 12 მარტს 18:00 სთ-მდე

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

შედეგები ცნობილი იქნება 2019 წლის 15 მარტს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)
ყოველ დღე: 10:00-დან 18:00-მდე.

:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • მოვალეთა რეესტრში;
  • ყადაღა დადებული.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები