14 მარტი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4968 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ ბანკი აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საკანცელარიო საქონლის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- სახელშეკრულებო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, შესაბამისად ფასი უნდა იყოს ფიქსირებული და არ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- ხელშეკრულება გაფორმდება ბანკის სტანდარტული ფორმის მიხედვით, რომელიც მოცემულია დანართ N3-ში. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ ეთანხმება (ან აქვს გარკვეული შენიშვნები), უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად. ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს, მათ შორის ტრანსპორტირებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი ნივთების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს წინამდებარე დოკუმენტის ფასების ცხრილი, „სხვა პირობებში“ მოცემული %-ის გრაფა და დანართი N2, უფლებამოსილმა პირმა მოაწეროს ყველა გვერდზე ხელი და დასკანერებული ვერსია ატვირთოს PDF ფორმატში. ასევე შეავსოს დანართი N1-ის ელექტრონული ვერსია და ატვირთოს Exel-ის ფორმატში.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
სხვა პირობები:
- მოწოდება უნდა მოხდეს ერთ ადგილას, დამკვეთის საწყობში: ქ. თბილისი, ურეკის ქ.N3. თითოეული შეშეკვეთა უნდა იყოს ცალ-ცალკე მოთავსებული.
- შესასყიდი რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
- პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შემოთავაზებული ნიმუშები.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასდაკლების პროცენტი იმ არასტანდარტულ საკანცელარიო ნივთებზე, რომელიც არ არის დანართ N1-ში.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 14 მარტი, 17:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა