Tenders.ge
CENN

T4971 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე თბილისში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

  • სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
  • ნომრების სისუფთავე;
  • სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
  • სველ წერტილებში ცხელი წყალი;
  • საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
  • საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, სათარჯიმნე ოთახი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
  • საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ–ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის რაოდენობა, მათი ტევადობა და მომსახურების ღირებულება; (ასევე: ერთი სათარჯიმნე ოთახის, ყურსასმენისა და მიკროფონის ღირებულება) (სავალდებულო);
  • 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება)

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 22  მარტამდე ასოციაცია CENN-ის ოფისში: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

ტენდერის კატეგორია:

  • 55100000 სასტუმროს მომსახურება