ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T4975 - ტენდერი ელექტრო გაყვანილობის და ქსელის მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ელექტრო გაყვანილობის და ქსელის მოწყობის სამუშაოებზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი (მათ შორის დამხმარე მასალის საფასური) პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში გამარჯვებული კომპანია ბანკს მოემსახურება ბანკის არსებულ და ახალ ობიექტებზე.
  • ტენდერის მონაწილეს შეუძლია შესთავაზოს ბანკს როგორც ინდივიდუალურად, ელექტრო გაყვანილობის და ქსელის მოწყობის სამუშაოები, ასევე ორივე ერთად.
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში; 
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ მწარმოებელი კომპანია და მწარმოებელი ქვეყანა.
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2017 – 31/12/2018 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

დამატებითი ინფორმაცია:

  • თითოეული ობიექტისათვის გამარჯვებულმა კომპანიანიამ, სამუშაოების დაწყების წინ, უნდა წარმოადგინოს ელექტრო გაყვანილობისა და ქსელის მოწყობის პროექტი, რომლის საფასურსაც მოიცავს ელექტრო გაყვანილობის და ქსელის მოწყობის სამუშაოები.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 13 მარტი, 18:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
სალომე სადუნიშვილი
ტელ: +995 599 68 67 82
ელ. ფოსტა ssadunishvili@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 მარტი 2019 დრო 18:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა