ჩაბარების ვადა:
24 მარტი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4976 - ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის
ტენდერის აღწერილობა:
CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.
სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
- ნომრების სისუფთავე;
- სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
- სველ წერტილებში ცხელი წყალი;
- საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
- საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
- საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ–ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის მომსახურების ღირებულება 40-50 პერსონაზე – პროექტორით, პროექტორის ეკრანით), (სავალდებულო);
- 2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- ადგილმდებარეობა;
- განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
ვებ-გვერდი: http://www.cenn.org
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
ტენდერის კატეგორია:
- 55100000 სასტუმროს მომსახურება