ჩაბარების ვადა:
25 მარტი 2019, 13:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4977 - ტენდერი კომპიუტერული მოწყობილობების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს გენერალურ ტენდერს კომპიუტერული მოწყობილობების შესყიდვაზე.
სატენდერო მოთხოვნები:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში, გადასახადების ჩათვლით
- შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში. მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო და ბანკის პასუხისმგებლობას არ იღებს მათ აუცილებლად შესრულებაზე.
- ნოუთბუქზე, ბრენდ კომპიუუტერებსა და მონიტორებზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF
- თუ კომპიუტერულ ტექნიკას ქარხნულად არ მოყვება Win10Pro, ფასში უნდა გაითვალისწინოს პრეტენდენტმა.
- მოწოდებულ ტექნიკას უნდა ემსახურებოდეს ბრენდის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი. თბილისის მაშტაბით მინიმუმ ერთი.
- საგარანტიო მომსახურების ვადა სერვის ცენტრში ჩაბარებიდან არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
- თუ საგარანტიო პერიოდში წუნდებული პროდუქტის რაოდენობა ერთი მოდელის ჭრილში გადააჭარბებს 10%-ს, მომწოდებელი ვალდებულია დაიბრუნოს სრულად მოწოდებული მოდელი და მოახდინოს თანხის კონპენსაცია, ასევე გადაუხადოს ბანკს საურავი, დაბრუნებული ტექნიკის 25%
დამატებით პირობები:
- ბრედნის, მოდელის და ტექნიკური მონაცემების მიუთითებლობა გამოიწვეს პრეტენდენდის დისკვალიფიკაციას.
- პრეტენდენტებმა ერთმანეთან უნდა ივაჭრონ მითითებული რაოდენობების გათვალისწინებით.
- შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის ფორმატით.
- სატენდერო წინადადებას უნდა ახლდეს კომპანიის რეკვიზიტები და MAF.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 25 მარტი, 13:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 1000 დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბექა ჭოლაძე
ტელ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 1000 დოლარი). ვაჭრობის დასრულების შემდეგ მონაწილე კომპანიები დაინახავენ კონკურენტების დასახელებებს.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები