ჩაბარების ვადა:
25 მარტი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4979 - ტენდერი UPS-ების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს UPS-ების შესყიდვაზე.
სატენდერო მოთხოვნები:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში, გადასახადების ჩათვლით;
- შესყიდვა მოხდება ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში. მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო და ბანკის პასუხისმგებლობას არ იღებს მათ აუცილებლად შესრულებაზე;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF;
- მოწოდებულ ტექნიკას უნდა ემსახურებოდეს ბრენდის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი, თბილისის მაშტაბით მინიმუმ ერთი;
- საგარანტიო მომსახურების ვადა სერვის ცენტრში ჩაბარებიდან არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენადრულ დღეს;
- თუ საგარანტიო პერიოდში წუნდებული პროდუქტის რაოდენობა ერთი მოდელის ჭრილში გადააჭარბებს10%-ს, მომწოდებელი ვალდებულია დაიბრუნოს სრულად მოწოდებული მოდელი და მოახდინოს თანხის კომპენსაცია, ასევე გადაუხადოს ბანკს საურავი, დაბრუნებული ტექნიკის 25%.
დამატებითი პირობები:
- ბრედნის, მოდელის და ტექნიკური მონაცემების მიუთითებლობა გამოიწვეს პრეტენდენდის დისკვალიფიკაციას.
- პრეტენდენტებმა ერთმანეთან უნდა ივაჭრონ მითითებული რაოდენობების გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადებას უნდა ახლდეს კომპანიის რეკვიზიტები და MAF.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 25 მარტი, 17:00 სთ.
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 200 დოლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ბექა ჭოლაძე
ტელ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: bcholadze@bog.ge
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 200 დოლარი). ვაჭრობის დასრულების შემდეგ მონაწილე კომპანიები დაინახავენ კონკურენტების დასახელებებს.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები