ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4982 - ტენდერი აუდიტორულ მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 25 მარტამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს N A/001 აუდიტორულ მომსახურებაზე.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

  • წინამდებარე     ტენდერის     შესყიდვის     ობიექტია     აუდიტორული     მომსახურება,     კერძოდ, ფასიანი ქაღალდების,  აქციების,  წილების  შეფასება,   უძრავ/მოძრავი  ქონების  შეფასება,   ქონების კაპიტალში შეტანა/ამოღების შედეგად კაპიტალის ფორმირების შესახებ აუდიტორული დასკვნების მომზადება, ქონების საბაზრო გასაყიდი ფასის დამდგენი აუდიტორული დასკვნების მომზადება, ქონების  საბაზრო  საიჯარო  ფასის  დამდგენი  აუდიტორული  დასკვნების  მომზადება,  უძრავი ქონების    დემონტაჟისა    და    მოძრავი ქონების    საუტილიზაციო    ღირებულებების    დამდგენი აუდიტორული დასკვნების მომზადება.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • 2019  წლის  განმავლობაში,  საერთო  ჯამში,  მოსამზადებელი  იქნება  დაახლოებით  300-ზე  მეტი დასკვნა;
  • შეფასება უნდა განხორციელდეს უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შემდგომი სავარაუდო გამოყენებისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით;
  • შეფასება უნდა განხორციელდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და უნდა ითვალისწინებდეს  იმ  მეთოდოლოგიასა  და  მიდგომებს,  რომლებიც  ცალსახად  არის დაფიქსირებული შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (International Valuation Standarts committee)  მიერ გამოქვეყნებულ შეფასების საერთაშორისო  სტანდარტებში;
  • შემოთავაზებულ    მეთოდოლოგიაში    დეტალურად    უნდა    იყოს    აღწერილი    სტანდარტების შესაბამისად შემოთავაზებული მიდგომა და ჩასატარებელ სამუშაოთა აღწერა თითოეული ტიპის შესაფასებელ საგანზე;
  • ტენდერში  გამარჯვებული  აუდიტორული  კომპანია  ვალდებული  იქნება  სამი  სამუშაო  დღის განმავლობაში   მიაწოდოს   აუდიტის   დასკვნა   ელექტრონულ   ვერსიასთან      ერთად   დამკვეთს (გამონაკლის შემთხვევებში დასკვნის მომზადებისა და მიწოდების ვადები დარეგულირდება ურთიერთ  მიმოწერით)

ენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ფასების ცხრილი ქ. თბილისის და რეგიონებისა, ასევე შესაფასებელი ობიექტის კატეგორიების გათვალისწინებით (შესაძლებელია, პრეტენდენტმა წარმოადგინოს დამატებითი და დეტალური ფასების ცხრილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  • სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

გამარჯვებულის გამოვლენა (შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გაუფორმოს ერთ, ან რამდენიმე კომპანიას (მათ შორის იმ პრეტენდენტს, რომელსაც წარმომადგენლობა გააჩნია საქართველოს მასშტაბით). სატენდერო კომისია გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიებს 31 არტამდე.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ მიმდინარე წლის 25 მარტის 18 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70, II სართული.

  • ტენდერი ჩატარდება ეგრეთწოდებული ერთი კონვერტის პრინციპით. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია უნდა იყოს ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) თანდართული ელ-ვერსიით (CD);
  • პრეტენდენტები, რომელთა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი, ან სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი სრულყოფილად ვერ გაივლიან საკვალიფიკაციო შერჩევას და არ დაიშვებიან შეფასებისათვის.

მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია

  • სატენდერო წინადადება (მ.შ. ფასების ცხრილი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.);
  • შემფასებლების მონაცემები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატები;
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2).

საკონტაქტო პირი:
ხვიჩა ლომიძე
ტელ.: (+995 032) 2 22 65 33 (67)
ელ. ფოსტა: khvicha.lomidze@amadco.ge

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები