15 მარტი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T4984 - ტენდერი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში „ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების შესრულება“ მონაწილეობასა და წინადადებების წარმოდგენას.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს: 2019 წლის 15 მარტის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებსდა მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 7 მარტი 2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 15 მარტი 2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 18 მარტი 2019 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 21 მარტი 2019 წ.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 15 მარტი, 18:00სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge
ობიექტზე ვიზიტისთარიღიდადროწინასწარუნდაშეთანხმდესშემსყიდველის წარმომადგენელთან, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგია: მამუკა გაბელია- ელ. ფოსტა: m.gabelia@evex.ge; მობ: +99595953055.
შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები