ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T4985 - ტენდერი გაზომვითი სამუშაოებზე წელიწადში 2-ჯერ (თბილ და ცივ პერიოდში)

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს გაზომვითი სამუშაოებზე წელიწადში 2-ჯერ (თბილ და ცივ პერიოდში) შემდეგი სახის გაზომვების ჩატარების შესახებ:

  • ხმაური
  • ვიბრაცია
  • ტემპერატურა
  • ტენიანობა
  • სითბური გამოსხივების ინტენსივობა
  • ჰაერის მოძრაობის სიჩქარე
  • განათება
  • დამტვერიანება

გაზომვა საჭიროა ჩატარდეს ყველა სამუშაო ადგილზე, თერმული მოქმედებისაგან მინიმალურად და მაქსიმალურად დაშორებულ წერტილებში.

აქედან გამომდინარე გაზომვები უნდა ჩატარდეს, შემდეგ უბნებზე:

  • ღუმელების საამქრო
  • წარმოების საამქრო
  • ხარისხის კონტროლის განყოფილება
  • კაზმის საოპერატორო
  • საკომპრესორო
  • მზა პროდუქციის საწყობი

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება - განფასება ლარში, დ.ღ.გ-ს გარეშე

რეკომენდაცია:

  • რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
  • კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით) 

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

განიხილება მხოლოდ 18 მარტის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com

ან დაგვიკავშირდით
ტელ: 995 32 244 99 87 (ex - 22-29)- მარინა ზუბაშვილი
         995 32 244 99 81

ტენდერის კატეგორია:

  • 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი