ჩაბარების ვადა:

26 მარტი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T4997 - ტენდერი კომპაქტის დასრულების შესახებ საიმიჯო, სარეკლამო, საინფორმაციო ვიდეოების დამზადების მომსახურეობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.ვ

ტენდერის აღწერილობა:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ტენდერს კომპაქტის დასრულების შესახებ საიმიჯო, სარეკლამო, საინფორმაციო ვიდეოების დამზადების მომსახურეობის შესყიდვაზე RfQI #PP14/GEP/CS/CQS/05

 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation-„MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა კომპაქტის დასრულების შესახებ საიმიჯო, სარეკლამო, საინფორმაციო ვიდეოების დამზადების მომსახურეობის შესყიდვისთვის.

კომპაქტის დასრულების შესახებ საიმიჯო, სარეკლამო, საინფორმაციო ვიდეოების დამზადების მომსახურეობის შესყიდვის მიზანია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო გავრცელება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო ეძებს კვალიფიციურ კომპანიას, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ფილმების სფეროში იმისათვის რომ დაამზადოს ოთხი მაღალი ხარისხის სარეკლამო, საინფორმაციო ვიდეო. აღნიშნული ვიდეოები იქნება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს კომუნიკაციის სტრატეგიის შემაჯამებელი ნაწილი. დამზადებული ვიდეოები გავრცელდება ტელევიზიის და სოციალური მედიის მეშვეობით, ასევე კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიებების დროს.

აღნიშნული მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ ღიაა ყველა დაინტერესებული კომპანიისთვის. კომპანია შეირჩევა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით: http://www.mcc.gov/pages/business/guidelines. (საკონსულტაციო კომპანიის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით) (CQS) მუხლი P1.B.3.7.

სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ დალუქული კონვერტებით არაუგვიანეს: 2019 წლის 26 მარტს 15:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი
თბილისი, საქართველო 0108
(შენობაში შემოსასლველად ლიფტს ვერ გამოიყენებთ)

წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება ზემოთ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 19 მარტს დღის 11:00 საათზე. დასწრება რეკომენდირებულია, მაგრამ არ არის სავალდებულო.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, მისამართი, საკონტაქტო პირი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონი) მითითებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
Att: დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
მ. კოსტავას 5, თბილისი, საქართველო 0108
ტელეფონი: +995 32 2428 528
Email: procurement@mcageorgia.ge; ktateshvili@mcageorgia.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები