ჩაბარების ვადა:

28 აპრილი 2014, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T5 - ქვესადგურების გამანაწ. მოწყობილობების რეკონსტრუქცია

ტენდერის აღწერილობა:

სს "თელასი" აცხადებს ღია კონკურსს #30-K-20 ქ/ს "ორხევის" 110 კვ ღგმ-ს და სმპ-ს რეკონსტრუქციის, ქ/ს "ვარკეთილის" დგმ-6-10კვ რეკონსტრუქციის და ქ/ს "გლდანის" ტერიტორიაზე დგმ-10კვ ელექტრომოწყობილობების პროექტირების, მშენებლობის, მიწოდებასა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით

სს "თელასი" გააფორმებს ხელშეკრულებას იმ პრეტენდენტთან, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასსა და სრულად შეესაბამება ფასთა ღია გამოკითხვის ტექნიკურ მოთხოვნებს.

  • ფასი მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს გარეშე
  • ანგარიშსწორება - უნაღდო გადარიცხვა საქონლის მოწოდებისა და მთლიანი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, ა/ფ, და ა.შ.) წარმოდგენიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. წინასწარი საავანსო გადახდა არ გამოიყენება
  • სამუშაოს შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე
  • გარანტია - არა ნაკლებ 3 წელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 1.1 ამონაწერი რეესტრიდან
  • 1.2 ცნობა რომ პრეტენდენტი არ იმყოფება ლიკვიდაციასა ან რეორგანიზაციის რეჟიმში
  • 1.3 პრეტენდენტი ორგანიზაციის წესდების ნოტარიულად დამოწმებული კოპიო (წესდების არ არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინიოს ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც იქნება წესდების შემცვლელი)
  • 1.4 ცნობა რომ პრეტენდენტი არ იმყოფება გაკოტრების რეჟიმში
  • 1.5 ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ

შენიშვნა: 1.1, 1.2, 1.4 და 1.5 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები გაცემულ უნდა იყოს წინანადების წარმოდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა. არარეზიდენტ ორგანიზაციებს შეუძლიათ 1.1, 1.2, 1.3 და 1.4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები წარმოადგინონ ოფიციალურად დამოწმებული თარგმანის სახით რუსულ ენაზე.

  • 1.6 ინფორმაცია პრეტენდენტი ორგანიზაციის შესახებ, მისი მფლობელებისა და ბენეფიციარების შესახებ (მათ შორის საბოლოო ბენეფიციარი)
  • 1.7 წერილი შესყიდვების კომისიის სახელზე, რომელშიც დაფიქსირებულ იქნება პრეტენდენტის სურვილი ფასთა ღია გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების შესახებ, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2014 წლის 28 აპრილის 10:00-დან 13:00 საათამდე მისამართზე

ქ. თბილისი, ვანის ქ. 3, საქმის წარმოების განყოფილება

შემოთავაზება (მათ წინადადება საქონლის მოწოდების შესახებ) უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 აპრილი, 13:00 საათი. დაგვიანებით ჩაბარებული დოკუმენტები არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524). E-mail: procurement@telasi.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ