Tenders.ge
საქართველოს ბანკი

T5007 - ტენდერი ახალი ობიექტებისათვის აბრების დამზადებაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ახალი ობიექტებისათვის აბრების დამზადების მომსახურებაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი (მათ შორის დამხმარე მასალის საფასური) პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში გამარჯვებული კომპანია ბანკს მოემსახურება ბანკის არსებულ და ახალ ობიექტებზე.
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ექსელის ფორმატში;
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1)
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

დამატებითი ინფორმაცია:

  • მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მასალის ნიმუშები ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში, გამარჯვების შემთხვევაში საცდელად უნდა დაგვიმზადონ შესაბამისი აბრის ნიმუში.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 22 მარტი, 18:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
სალომე სადუნიშვილი
ტელ: +995 599 68 67 82
ელ. ფოსტა ssadunishvili@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები