Tenders.ge
იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი

T5010 - ტენდერი სანათების შესყიდვაზე


ელ. ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 16:00
სტატუსი: მიმდინარე
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების დრო: 22 მარტი 2019 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

იუნიქს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს სანათების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • ელექტრო საქონლით ვაჭრობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები
  • პროდუქციაზე მინიმუმ ორწლიანი გარანტია

 წინადადების წარდგენის წესი:

  • თანდართულ ფაილში უნდა წარადგინოთ სრული ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების, ხარისხისა და გარანტიის შესახებ.
  • ინფორმაცია საქონლის მოწოდების დროის გეგმა-გრაფიკსა და გადახდის პირობებზე.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • სასურველია პროდუქციის ფოტო-მასალის დართვა.
  • ტენდერის დასრულებამდე ყველა პრეტენდენტს მოწოდებული უნდა ჰქონდეს პროდუქციის ნიმუშები.
  • ნიმუშების წარდგენა ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, მარსელის ქუჩა N10.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 27 მარტი, 16:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
აკაკი ყაველაშვილი
ტელ: +995 568 80 77 30
ელ. ფოსტა procurement@unix.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები