ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5013 - ტენდერი ობიექტების დაცვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

"ორი ნაბიჯი" აცხადებს ტენდერს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის სრული დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
  • მისამართი;
  • ტელეფონი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ; 

კომერციული პირობები:

  • ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
  • მომსახურების არეალი საქართველოში;
  • რეაგირების დრო თბილისში და რეგიონებში;
  • ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;
  • ცოცხალი დაცვის დღიური ღირებულება.

დღეისათვის კომპანიას გააჩნია 150 სავაჭრო ობიექტი თბილისში და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც იზრდება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 21 მარტს 17:00 საათამდე.
  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: “2 ნაბიჯი”,ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41 თბილისი, 0113, საქართველო. 

დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი ობიექტის დაცვის მომსახურებაზე".

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი