ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2019, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T5020 - ტენდერი კირქვის ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ინდუსტრია კირი“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის: კერძოდ კირქვის ტრანსპორტირებაზე #15/03-KIRI-S/TR-19

ტენდერის აღწერილობა:

  • კირქვის გადაზიდვა მაღალი ტვირთამწეობის თვითმცლელი ავტომობილებით ქ. დედოფლისწყაროდან (ჰაიდელბერგცმენეტ ჯორჯიას კირქვის კარიერი) ქ. რუსთავში მშენებელთა 70, შპს “ინდუსტრია კირი“).
  • გადაზიდვის რაოდენობა: დღეში 120 -200 ტონა, თვეში - 3,600 – 6,000ტონა;
  • გადაზიდვის პერიოდი: 2019 წლის 6 აპრილიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, 10:00 სთ-დან 16:00 საათამდე;
  • საორიენტაციო ფასი - 1 ტონაზე - 16 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით.

ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული;
  • ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს: 2019 წლის 27 მარტის 12:00 საათამდე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: გივი ჭაჭია

შენიშვნა: გადახდა იწარმოებს თვეში 2-ჯერ, ფაქტობრივად შესრულებული გადაზიდვების ორმხრივად დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება;

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები