22 მარტი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5021 - ტენდერი 6500 ერთეული 1000 გრ. (ერთ კილოგრამიანი) პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 6500 ერთეული 1000 გრ. (ერთ კილოგრამიანი) პასკის შეძენაზე, სასაჩუქრე მუყაოს ყუთის შეფუთვაში.
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პასკის მიახლოებითი გაბარიტები (პასკის დიამეტრი და სიმაღლე)
- აუცილებელია შეფუთვა იყოს მუყაოს ყუთის;
- მუყაოს ყუთის შეფუთვის დიზაინს, რომელშიც მოთავსდება პასკა, მომწოდებელი მიიღებს დამკვეთი კომპანიისგან (სს საქართველოს ბანკისგან). მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ყუთების დამზადება და ყუთში პასკის მოთავსება;
- ყუთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე თბილისში.
- ყუთების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები, კერძოდ სანტრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გათვლილი საკვების ტრანსპორტირებისთვის.
- მომწოდებელი ვალდებულია პასკის ნიმუში მოგვაწოდოს 25 მარტს, 12:00 საათზე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში თამარ მაცაბერიძის სახელზე (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა, სანაპიროს მხრიდან);
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ბანკს შეკვეთა 2019 წლის 18 აპრილს, დილის 10 საათზე მისამართზე: ურეკის ქუჩა #2
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 22 მარტი, 18:00 სთ.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
სალომე ყუფარაძე
ტელ: +995 599 611 222
ელ. ფოსტა: s.kuparadze@bog.ge
შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი