ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2019, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T5040 - ტენდერი პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურებაზე.

ყოველდღიური რაოდენობა 75-80 თანამშრომელი.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 2019 წლის 31 მარტის 13:00 სთ-მდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება - განფასება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე, თანდართული ექსელის ფორმის "offer"-ის მიხედვით
  • წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი, ელ.ფოსტის მეშვეობით.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

განიხილება მხოლოდ 31 მარტამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ:
მარინა ზუბაშვილი
ტელ: +995 32 244 99 87 (ex- 22-29)-
ელ. ფოსტა: AALAVERDASHVILI@sisecam.com

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;

დეტალური ინფორმაცია მარშრუტების სახეობების, გადასაყვანი პერსონალის ოდენობის, ტრანსპორტის მუშაობის რეჟიმების შესახებ გთხოვთ იხილოთ დანართში.

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები