ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5043 - ფასთა გამოკითხვა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის საჭირო ღონისძიებების შესასრულებლად

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 1 აპრილამდე.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისათვის საჭირო ღონისძიებების შესასრულებლად:

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • ტენდერის მიზანია შეირჩეს პრეტენდენტი, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი შესაბამისი ხარისხით და მომსახურება დაბალ ფასებში.
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს:
  • ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N142-ში მდებარე შენობის (სამთო ქიმია) სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა;
  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70-ში მდებარე შენობის II-III სართულზე არსებული სახანძრო სისტემის ტესტირება და რეკომენდაციები;
  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70-ში მდებარე შენობის სხვენზე სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.

წინადადებების მიღება შესაძლებელია როგორც ორივე ობიექტზე ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადები:

  • ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N142
  • ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70
  • მიწოდების ვადა - იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია საქონლის და მომსახურების მოცულობების შესახებ;
  • რესურსული წესით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე (შესრულებული ობიექტების ჩამონათვალი და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულებები).

 შე ნ ი შ ვ ნ ა:

  • წინადადების წარმდგენს უნდა გააჩნდეს 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
  • ტექნიკური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და შეესაბამებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - მოვალეთა რეესტრში;
    - ყადაღა დადებული.

წინადადების წარმოსადგენად აუცილებელი პირობაა ობიექტების დათვალიერება და სიტუაციის ადგილზე შეფასება.

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 01 აპრილს 17:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ წერილობით ელ.ფოსტაზე: nikoloz.revazishvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი
ტელ: +995 5 99 85 95 78
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

დეტალური ინფორმაცია და ტექნიკური დავალება შესაძენი საქონლის და მომსახურების შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები