ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5044 - ტენდერი ბჟუჟა და რაჭა ჰესებზე 8 წვერიანი არმირებული ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის განთავსებაზე შემსრულებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებაზე: ბჟუჟა და რაჭა ჰესებზე 8 წვერიანი არმირებული ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის განთავსება შემსრულებლის მასალით #20/03/2019-GIEC-S/418; 419

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • გვესაჭიროება 8 წვერიანი არმირებული ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის განთავსება.

კაბელი უნდა იყოს დაცული გარემო ზემოქმედებებისგან. კაბელი ძირითადად განთავსდება მიწის ზემოთ და გაყვება 0,4 კილოვოლტის ელექტრომომარაგების კაბელს, ხოლო მილსადენის მახლობლობაში სადაწნეო მილსადენს. ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად გზების გადაკვეთის ადგილებში, საჭირო იქნება მიწისქვეშ განთავსება.

კაბელის დაბოლოებები უნდა შესრულდეს თანამედროვე სტანდარტის მისაერთებლებით ოპტიკურ ელექტრულ გარდამქმნელებთან. ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის და მისაერთებელი დაბოლოებების ტიპი და მახასიათებლები თანხმდება დამკვეთთან.

კაბელი უნდა აკავშრებდეს ერთმანეთთან ჰესის შენობას სათავე და სადაწნეო ნაგებობებს. კაბელის განთავსება საჭიროა ორი ჰესისათვის:

  • ოზურგეთის მუნიციპალითეტის სოფ. შემოქმედი ბჟუჟი ჰესი.
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფ. სადმელი რაჭა ჰესი.

კაბელის ძირითადი პარამეტრები შემდეგია:

  • 8 წვერიანი არმირებული ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელი.
  • კაბელის და მისაერთებელი დაბოლოებების ტიპი და მახასიათებლები უნდაშეირჩეს დამკვეთთან შეთანხმებით.
  • რაოდენობა - 11 710 მეტრი (საერთო ცდომილება +50÷150 მეტრი)

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შემოთავაზებული მოწყობილობის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
  • დეტალურად გაწერილი საგარანტიო ვადა და პირობები.
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. Ltsiklauri@gig.ge ; 568 76 76 59.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ილია კამკამიძე. საკონტაქტო ნომერი: 598 76 07 96

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 27.03.2019, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება