ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5053 ტენდერი სალომბარდე ინვენტარის (სასწორები, ტესტერები, სასინჯები) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს სალომბარდე ინვენტარის (სასწორები, ტესტერები, სასინჯები) შესყიდვაზე:

# დასახელება დამატებითი აღწერილობა შესასყიდი რა-ბა ერთ. ფასი ჯამური ფასი
მოწოდების ვადა (საბანკო დღე) საგარანტიო ვადა (თვე)
ლოტი N1 ოქროს სასწორი 0.01 გრამის სიზუსტით (2კგ. საზომით) 15        
ლოტი N2 მულტი-ტესტი ელექტრო ლევერიჯი 30        
ლოტი N3 ბრილიანტის სასინჯი (კარატმზომი) პრეზიდიუმის მულტი ტესტერი (ბრილიანტი/მოასანიტის საზომი ტესტერი) 10        


ინსტრუქცია
ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით Mail-ით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ტენდერი ჩატარდება სამ ლოტად, შესაძლოა შეირჩეს სხვადასხვა გამარჯვებული შესაბამის ლოტში;
  • საქონლის შესასყიდი რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე;
  • საქონლის მოწოდება შეიძლება მოხდეს ერთიანად ან ნაწილობრივ ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე;
  • გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ცხრილი
  • პრეტენდენტებმა უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება, საგარანტიო პერიოდი და მოწოდების ვადა;
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 27 მარტი, 17:00 საათი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge

შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 38300000 საზომი ხელსაწყოები
  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
  • 38600000 ოპტიკური ხელსაწყოები
  • 38900000 შეფასებისა და ტესტირების სხვადასხვა სახის ხელსაწყოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 მარტი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა