ჩაბარების ვადა:
4 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5075 - ფასთა გამოკითხვა ევრო 5 დიზელის საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
Rich Metals Group აცხადებს ფასთა გამოკითხვას ევრო 5 დიზელის საწვავის შესყიდვაზე.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული ან რუსული
- შემოთავაზებული ფასი
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასწარმოქმნის მექანიზმი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ტრანსპორტირების ჩათვლით;
- გადახდის პირობები;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 04.04.2019
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის მისამართზე: ქალაქი თბილისი, მ.ალექსიძის ქუჩა #1, შესახვევი #3. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით (კონვერტის გადაბმის ადგილი დამოწმებული კომპანიის ბეჭდით)
საკონტაქტო ინფორმაცია:
კომისიის მდივანი: ლილე პირველი
მობ: +995 579 552 051
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი