25 მაისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT509 - ტენდერი იდუმალი მომხმარებლის კვლევის მომსახურების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს იდუმალი მომხმარებლის კვლევის მომსახურების შეძენაზე;
ტექნიკურ სფეციფიკაციების ფაილი დაინტერესებულ კომპანიას გადაეცემა სს ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ან გადაეგზავნება მოთხოვნისამებრ ელექტრონულ მისამართზე;
ტენდერში მონაწილე კვლევითი კომპანიისათვის საჭირო მოთხოვნები:
1. კვლევითი კომპანიის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იდუმალი მყიდველის კვლევის სფეროში არანაკლებ 8 პროექტისა ჯამში;
2. 2014-2015 წლების განმავლობაში განხორციელებული იდუმალი მყიდველის კვლევის პროექტებში არანაკლებ 6000 დაკვირვება;
3. კვლევითი კომპანიის მიერ არანაკლებ 6 იდუმალი მყიდველის კვლევითი პროექტი, რომლის გეოგრაფიული არეალი არის საქართველოს მასშტაბი (თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი);
4. ინფორმაცია კლვევაში მონაწილე პირების შესახებ (იდუმალი მყიდველის გარდა);
5. იდუმალი კვლევის ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 4 (ოთხი) წლიანი სამუშაო გამოცდილება იდუმალი მყიდველის კვლევის განხორციელების სფეროში;
6. ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:
- კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
- ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა;
- ელექტრონული ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა იდუმალი მომხმარებლის კვლევის შედეგებთან წვდომას, პროგრამული უზრუნველყოფის სახით, კვლევის სხვადასხვა ტალღების მონაცემთა შედარების შესაძლებლობა, კონკრეტული პარამეტრების გაფილტვრის შესაძლებლობა, ექსელში ექსორტირების შესაძლებლობა;
7. მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში);
8. ანგარიშსწორების პირობები;
9. ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 მაისი, 2015 წ. საღამოს 5 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ტენდერი იდუმალი მომხმარებლის კვლევის ჩატარებაზე);
სს ”ლიბერთი ბანკი”
საკონტაკტო პირი:
თინათინ ჯაფარიძე
Mob: 577 740 120
Mail: Tinatin.Japharidze@libertybank.ge