ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5094 - ტენდერი ძველი ნაგებობის დემონტაჟსა და გატანაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს ტენდერს ძველი, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანაზე.

ნაგებობა მდებარეობს ქ. ჭიათურაში, საჩხერის გზატკეცილზე, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ხის მასალის საწყობის ტერიტორიაზე.

კონსტრუქციის მიახლოვებითი ზომებია: სიგრძე - 60მ; სიგანე 31მ; სიმაღლე 26მ;

ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა: 04.04.2019.

რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე განთავსებულია ხიდურა ამწე, რომელიც თავის მაკომპლექტებელ ნაწილებთან და კონსტრუქციებთან ერთად ტერიტორიიდან გატანას არ ექვემდებარება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მოახდენს მხოლოდ მის დემონტაჟს და დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე განთავსებას, საწყობის ტერიტორიაზე.

რკინა-ბეტონის ნაგებობა უნდა დემონტირდეს სრულად, ხოლო ძირის ტერიტორია მოსწორებულ იქნეს, იმდენად, რომ შესაძლებელი იყოს ზედ ტრანსპორტის გადაადგილება, შემდგომში ხის მასალის განთავსების მიზნით.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილის წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სკანირებული წერილის სახით, კომპანიის ხელმძღვანელის ხელმოწერით, კონკურსის გამოცხადებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში (ათვლა იწყება კონკურსის გამოცხადების დღიდან), შემდეგ ემეილზე: e.kiria@gm.ge

ასევე, ობიექტის დათვალიერების მსურველებს შეუძლიათ გააკეთონ მომართვა ზემოხსენებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

გამარჯვებულად გამოვლინდება კომპანია, რომელიც საუკეთესო შემოთავაზებას მოგვაწვდის.

შენობა-ნაგებობის ფოტომასალა თანდართულია.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები