ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5095 - Baseline study in through quantitative and qualitative assessment methods

ტენდერის აღწერილობა: 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 08.04.2019 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

შინაარსობრივი შემოთავაზება არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს და ასევე შეიცავდეს შემოთავაზებული ექსპერტების კურიკულუმებს.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში მითითებული ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • სახელი, გვარი, ფირმის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება : „baseline study in through quantitative and qualitative assessment methods
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი 2016.9017.1-004.00 
და აგრეთვე ტენდერის ნომერი 83319206

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ანა ჩხეიძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – anna.chkheidze@giz.de შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 13.04.2019 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

ტენდერის კატეგორია:

  • 80400000 ზრდასრულების სწავლება და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები