15 მაისი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT510 - ტენდერი საშემკეთებლო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“- აცხადებს ტენდერს საშემკეთებლო სამუშაოების შესრულებაზე:
1. პირველი საფეხურის Н კათიონიტის #5 ფილტრის ф-3400მმ (75მ2 ფართობი გარსაკრავი მილებით) რემონტი.
2. ანიონიტური მეორე საფეხურის ფილტრი #1 ф-2600მმ (60მ2 ფართობი გარსაკრავი მილებით) რემონტი.
3. გაკამკამებული წყლის საცავის #1 V=500მ3; (გარსაკრავი მილების ჩათვლით S=300მ2 რემონტი.
4. გაჭუჭყიანებული კონდენსატის საცავის (V=200მ3, S=190მ2) რემონტი.
5. ქიმიურად სუფთა წყლის II ხაზის უჟანგავი ფოლადის მილის ф-133*4მმ (150 გ/მ) შეცვლა.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- სამუშაოების შესრულების ვადები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტის გარედან გარკვევით ეწეროს კოორდინატები. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 15 მაისის 17:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. გარდაბანი აღმაშენებლის ქ. #2, ოთახი #16;
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი--40%; გადახდის პირობა--20%; შესრულების ვადა--20%; ხარისხი და გამოცდილება--20%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: 1) t_chichua@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 595503720 რობერტი გიორგაძე;