ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T5110 - ტენდერი პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე

ტენდერის აღწერილობა: 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს პროდუქციის, კერძოდ ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი სპეც. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე 01/04-GIG-P/UNI-19

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ლოტი N2 - სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა დანართი N2-ის შესაბამისად.

შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად;

  • შესასყიდი უნიფორმების ტიპები და სპეციფიკაცია, გთხოვთ, იხილოთ დანართში სპეციფიკაცია.

შემსყიდველი ორგანიზაციები:

  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. N2;
  • შპს მტკვარი ენერჯი. მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N2ა

 საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1-ისა და დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
    - წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
    - წინადადება შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთ ლოტზე.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები, ნიმუშების წარდგენა შესაძლებელია ბრენდირების გარეშე;
    - შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან.
    - ნიმუშის ფასით მარკირება იკრძალება;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 აპრილი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 18800000 ფეხსაცმელი
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები