ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2019, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5111 - ტენდერი UPS-ების ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს UPS-ების ტექნიკურ მომსახურებაზე.

მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მოდელებზე:

Name Model
Symmetra PX 160kVA / 160kW SYCF160KH
Symmetra PX 160kVA / 160kW SYCF160KH
Symmetra PX 40KVA / 40KW SYCF40KH
Symmetra PX 40KVA / 40KW SYCF40KH

მიმწოდებელი ვალდებულია:

  • განახორციელოს ობიექტებზე (თბილისი) არსებული უწყვეტი კვების წყაროების გეგმიური შემოწმება წელიწადში ორჯერ მაინც.
  • დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გაუწიოს ბანკს სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია.
  • საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციების არსებობისას უზრუნველყოს ობიექტზე მისი სპეციალისტების მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
    - სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს ბანკიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათში
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 1 საათში.
    - სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს დიაგნოსტიკიდან არაუგვიანეს 5 საათში.
    - რეაგირებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური გადაცილება განისაზღვროს 10%-ით.
  • თითოეულ საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბანკისათვის შესაბამისი რაპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები და მეთოდები და რეკომენდაციები სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. რაპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 12 აპრილი, 17:00 საათი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ბექა ჭოლაძე
მობ: +995 555 111 299
ელ. ფოსტა: Bcholadze@bog.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 200 ლარი). 

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 აპრილი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 200.00