ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5114 - ტენდერი საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ამასთან ურთიერთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 12 (თორმეტი) თვეს, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული ინფორმაციის მოწოდების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

საორიენტაციო ღირებულება:

  • მომსახურების შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულება: 80,000

ანგარიშსწორების პირობა:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ყოველი თვის ბოლოს მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკს გაუგზავნოს დეტალური ანგარიშგება ექსელის ფორმატში, სადაც გაწერილი იქნება ზარების განხორციელების დრო, მომსახურების რაოდენობა და სხვა წინასწარ შეთანხმებული დეტალი.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;

დამატებითი ინფორმაცია:
სტანდარტულად ბანკი ითხოვს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას:

ორგანიზაციები:

ორგანიზაციის დასახელება, პარტნიორი ბანკი, მზღვეველი კომპანია, კორპორატიული GSM ოპერატორი, დირექტორი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო კოდი, საქმიანობა, ვებ. გვერდი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი, მისამართი (ფიზიკური და იურიდიული), საფოსტო ინდექსი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, სამუშაო და დასვენების დღეები, იურიდიული სტატუსი, ორგანიზაციის დაარსების თარიღი.

აბონენტები:

  • სახელით და გვარით აბონენტების მისამართების ძიება
  • სახელით და გვარით აბონენტების ტელეფონის ნომრების ძიება
  • მისამართით ან ტელეფონის ნომრით აბონენტის ძიება

კოდები:

  • ქვეყნების და ქალაქის სატელეფონო კოდები
  • საზღვარგარეთის მობილური ოპერატორების კოდები
  • დარეკვის წესები (საზღვარგარეთ/რეგიონებში)

ქუჩის ინფორმაცია/ღირშესანიშნაობა:

  • ქუჩების ძველი დასახელებები
  • ქუჩების მდებარეობის განმარტება, მეზობელ ქუჩებთან მიმართებაში
  • ქუჩის რაიონული მდებარეობა
  • თბილისის ქუჩების საფოსტო ინდექსი
  • საქრათველოს ქალაქები, მას დაქვემდებარებული სოფლები და მათი საფოსტო ინდექსები
  • კულტურული და ისტორიული ძეგლების ადგილმდებარეობა და სახელწოდება
  • სკვერების ადგილმდებარეობა და დასახელება
  • ბაღების ადგილმდებარეობა და დასახელება
  • ხიდების ადგილმდებარეობა და დასახელება

ტრანსპორტი:

  • ავიაცია - განრიგი, რეისის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დაგვიანება/გადავადების მიზეზები, ხანგრძლივობა, რეისის ნომერი, ავიაკომპანია, ტრანსპორტის ტიპი;
  • რკინიგზა - განრიგი, განრგის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, ტარიფები;
  • მიკროავტობუსებისა და ავტობუსების განრიგი, გასვლისა და შემოსვლის ადგილმდებარეობები, ტარიგები.

ზემოთხსენებულ ინფორმაციას შეიძლება დაემატოს სხვადასხვა სახის წინასწარ გაუთვალისწინებელი ინფორმაცია ფასდაკლებებზე, კალენდარზე, სპორტზე, გართობაზე, ვალუტის კურსზე და ა.შ.

მომსახურების გაწევის დამატებითი პირობები:

  • იმ შემთხვევაში თუ ოპერატორი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას, ის ვალდებულია გაუწიოს მომხმარებელს
  • სრული კონსულტაცია, დამატებითი მოთხოვნის შესაბამისად ოპერატორი ვარდებულია ინფორმაცია მოითხოვოს უშუალოდ შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პირებისგან;
  • იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებს 1 წუთის
  • განმვლობაში, ვალდებულია მომხმარებელს შეთავაზოს უკან გადარეკვის (call back) მომსახურება;

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 05 აპრილი, 18:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გია გოგიბერიძე
ტელ: +995 593 340 540
ელ. ფოსტა: g.gogiberidze@bog.ge

შენიშვნა: ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 აპრილი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა