ჩაბარების ვადა:

14 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T512 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება AID-114-A-14-00006) აცხადებს ღია ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

ინფორმაცია პროგრამა ,,მომავლის თაობის“ შესახებ:

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ორგანიზაციის PH International - ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს. პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.

პროგრამის ფარგლებში პროგრამის პარტნიორი სკოლები ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს თემის, სკოლისა და მოსწავლეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ყველაზე წარმატებული სკოლები პროგრამისგან უსასყიდლოდ მიიღებენ კომპიუტერულ ტექნიკას. წინადებარე ტენდერი გამოავლენს იმ გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის მოწოდებას, რომლებიც გადაეცემათ წარმატებულ კლუბებს.

ძირითადი მოთხოვნები:

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას წინამდებარე ტენდერში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი მსგავსი მასშტაბის კონტრაქტი კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე.

სხვა მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართ #2-ის (ფასთა კოტირების ფორმა) შევსების გზით. ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
  • დანართ #2-ის შესაბამის ველებში უნდა იქნას წარმოდგენილი პროდუქციის როგორც თავდაპირველი (5-6 სვეტი) ასევე ფასდაკლებული ფასები (7-8 სვეტი) დღგ-ს გარეშე.
  • შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #2-ში მითითებულ მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები) და საგარანტიო პირობებს.
  • დანართი #2 ასევე უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ტექნიკის მწარმოებელი ქვეყანის შესახებ (გთხოვთ, მიუთითეთ ინფორმაცია შესაბამის ველში - 10 სვეტი)

კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება:

  • კონტრაქტის ფარგლებში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტექნიკის მოწოდება 2015 წლის მაისის თვის ბოლომდე. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • ხელშეკრულების გაფორმების სავარაუდო თარიღია 2015 წლის 20 მაისი.
  • კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრული ანაზღაურება მოხდება ტექნიკის მიწოდებიდან და დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
  • ანაზღაურება მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე შემოთავაზებული კომპიუტერული ტექნიკა სრულად უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ფაქტის დამადასტურებლად კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებამდე დამკვეთს უნდა წარუდგინოს ოფიციალური წერილი, რომ აღნიშნული ტექნიკა ნამდვილად იმყოფება საქართველოში.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად ასევე განიხილება პრედენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები, ვიდრე ეს მითითებულია დანართ #2-ში.
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ტენდერში მონაწილეობის განაცხადი, ფასთა კვოტირების ფორმა და ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ ამ განცხადებაზე თანდართული შემდეგი ფორმების ჩამოტვირთვისა და შევსების გზით:

  • დანართი # 1 (ტედნერში მონაწილეობის განაცხადი);
  • დანართი #2 (ფასთა კოტირების ფორმა). გაითვალისწინეთ, რომ ფასები წაროდგენილი უნდა იყოს დოლარებში, დღგ-ს გარეშე;
  • დანართი # 3 (ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ).

დანართებს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დანართ #2-ში მითითებული პროდუქციის პრეისკურანტი (პრაის-ლისტი), რომელიც განთავსებული უნდა იყოს პრეტენდენტი კომპანიის ოფიციალურ ბლანკზე. პრეისკურანტში წარმოდგენილი პროდუქციის საცალო და მთლიანი ფასები უნდა ემთხვეოდეს დანართ #2-ში მითითებულ თავდაპირველ ფასებს (5-6 სვეტი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.

სატედენდერო წინადადება ყველა ზემოთ ხსენებულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დალუქული კონვერტით არა უგვიანეს 2015 წლის 14 მაისის 18:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი # 17ბ, 1 სადარბაზო, 1 სართული / PH International.

საკონტაქტო პირი: თეა მშვენიერაძე
ელ.ფოსტა: tea.mshvenieradze@ph-int.org
ტელ: 2 990049 ან 2 233338.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ