ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5121 - ტენდერი ბიოდეგრადირებადი პარკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ ელიტ-ელექტრონიქსი“ აცხადებს ტენდერს ბიოდეგრადირებადი პარკების შესყიდვაზე.

კომპანიას სურს შეისყიდოს შემდეგი 4 სხვადასხვა ზომის პარკი:

  • პატარა პარკი, ზომები: 29*40 სმ - 40 000 ცალი
  • საშუალო პარკი, ზომები: 44*55 სმ - 25 000 ცალი
  • დიდი პარკი, ზომები: 66*55 სმ - 9 000 ცალი
  • ყველაზე დიდი ზომის: 65*85 სმ ( ჩანაკეცები 20*20-სმ) – 4 000 ცალი

ბეჭდვის წინ გამარჯვებულ პრეტენდენტს გადაეცემა ფერთა ზუსტი კოდები (პანტონი), რის მიხედვითაც უნდა მოხდეს პარკების ბეჭდვა. ბეჭდვა უნდა იყოს სრულფეროვანი, ორმხრივი.

ბიოდეგრადირებადი პარკის მონაცემები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის #472 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს.

პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს პარკის თითოეული ზომის მიხედვით, მის დასამზადებლად საჭირო საბეჭდის ფორმის (ე. წ. კლიშე) ღირებულება, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა პარკის ერთ გვერდის ბეჭდვა განხორციელდეს განსხვავებული დიზაინით.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • პარკის დიზაინის ნიმუში
  • ფასების ცხრილი
  • სატენდერო წინადადება

ბიოდეგრადირებადი პარკის წარმოების შემთხვევაში პეტენდენტმა უნდა წარადგინოს შესაბამისობის დოკუმენტი, რომ წარმოებულია საქართველოს სტანდარტის შესაბამისად (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო იმპორტის შემთხვევაში EN13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დოკუმენტი. ყველა ეს დათქმა წარმოდგენს გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების არსებით პირობას.

ასევე პარკზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნიშანდება ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის შესაბამისად, მათ შორის:

  • წარწერა - „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“
  • ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი
  • ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა

დაინტერესებულმა პირმა დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოს:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფასების ცხრილი
  • წინასწარი ნიმუში (არა წარმოდგენილი დიზაინით) ხარისხის შესათანხმებლად, მათ შორის სისქის, ფაქტურის და ტვირთამწეობის დასადგენად. გამარჯვებული პრეტენდენტის შემთხვევაში ამ შეთანხმებული ნიმუშის მიხედვით მოხდება ხარისხის შესაბამისობის დადგენა პროდუქციის მიღებისას.
  • ანგარიშსწორების პირობები
  • სულ ცოტა 2 სარეკომენდაციო წერილი
  • ინფორმაცია გამოცდილები თაობაზე
  • განაცხადში თან უნდა იყოს მითითებული დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა).

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი:

პრეტენდენტმა უნდა მოგვაწოდოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დეტალური წინადადება, დალუქული კონვერტით ნიმუშებთან ერთად მისამართზე: ქ. თბილისი ქავთარაძის N3.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია ( პასუხისმგებელი პირი, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება
  • მიმღები განყოფილება: „ადმინისტრაცია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი და დასვათ ბეჭედი დალუქვის ადგილზე

ტენდერის ვადები:

  • შეთავაზებების მიღება იწყება მიმდინარე წლის 03 აპრილიდან და მთავრდება 10 აპრილს 18.00 საათზე.
  • ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად გათვალიწინებული იქნება ფასი, ხარისხი, გამოცდილება და კონტრაქტორთა რეკომენდაციები.
  • შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესყიდვების მენეჯერს ზვიად კაპანაძეს ტელ: 5 77 77 87 21.

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები