ჩაბარების ვადა:

8 აპრილი 2019, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5126 - ტენდერი სენსორული მონიტორების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "m² უძრავი ქონება" ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ჩვენ მივისწრაფით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. ,,m² უძრავი ქონების“ პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ http://www.m2.ge

სს "m² უძრავი ქონება" აცხადებს ტენდერს სენსორული მონიტორების შესყიდვაზე.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • ზომა 70X40 სმ.
  • დასაშვებია ეკრანის ზომის ცდომილება მაქსიმუმ 10 – 15 სმ -ით (ზრდის მხრივ).
  • მონიტორის სისქე უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მცირე.
  • რაოდენობა: 3 ცალი;
  • შემოთავაზებული მონიტორების გარე კანტი უნდა იყოს ძალიან მცირე, კარგი ფერების სპექტრით;
  • მონიტორებზე უნდა ვრცელდებოდეს 4-5 წლიანი გარანტია იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მონიტორები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს დღეში.
  • მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი.

მიწოდების ვადა: არაუგვიანეს 14 მაისი, 2019.

მონაწილე პრეტენდენტებმა, წინადადების წარმოდგენისას უნდა მიუთითონ:

  • შემოთავაზებული სენსორული მონიტორების ტექნიკური მახასიათებლები, ბრენდი, მოდელი, და წარმოშობის ქვეყანა;
  • მონაწილე კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 8 აპრილი, 15:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ: საკონტაქტო პირი:
საკონტაქტო პირი: თეო ოხანაშვილი
ტელ: +995 577 921 777
ელ. ფოსტა: mokhanashvili@m2.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება სამბიჯიანი ვაჭრობის პრინციპით (ვაჭრობის ბიჯი - 50 ლარი). ვაჭრობის დასრულების შემდეგ მონაწილე კომპანიები დაინახავენ ერთმანეთის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტებსა და ფასებს.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    6 აპრილი 2019 დრო 15:00
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 50.00