ჩაბარების ვადა:

19 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5130 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მართვისა და შედეგების ვიზუალიზაციისათვის

ტენდერის აღწერილობა:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მართვისა და შედეგების ვიზუალიზაციისათვის“ RFQ # PP13/GEP/G/S/24

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით. MCA-Georgia-ს განზრახული აქვს მიმართოს თანხები სათანადო გადახდების განსახორციელებლად იმ კონტრაქტებთან დაკავშირებით რომელთათვისაც გამოქვეყნდა წინამდებარე მოთხოვნა შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მართვისა და შედეგების ვიზუალიზაციისათვის.

თქვენი შემოთავაზებები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით PDF ფორმატში (ფასები მიუთითოთ წარმოდგენილი აშშ დოლარებში, დღგ-ს გარეშე) მოცემულ მისამართზე: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, შეხვედრების ოთახი თბილისი, საქართველო 0108 ან გამოგზავნეთ ელექტრონულად მოცემულ მისამართებზე: 
E-mail: procurement@mcageorgia.gergobejishvili@mcageorgia.ge

მყიდველის მიერ თქვენი შემოთავაზებების მე-3 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე მიღების საბოლოო ვადაა 2019 წლის 19 აპრილი.

დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის საქონელზე და სხვა პირობებზე შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ხელმომწერი საკონტაქტო პირისგან წერილობით ფორმაში.

შესყიდვების ოფიცერი:
საკონტაქტო პირი: რუსუდან გობეჯიშვილი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2428528 extension: 118
E-mail: procurement@mcageorgia.gergobejishvili@mcageorgia.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები