ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2019, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5138 - ტენდერი ფოლადის ბაგირებზე 19,5 მმ ГОСТ 2688-80 შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს სამშენებლო კომპანია მამისონი” აცხადებს ტენდერს ფოლადის ბაგირებზე 19,5 მმ ГОСТ 2688-80 შესყიდვაზე.

ნომერი

საქონლის აღწერილობა

საზომი ერთეული

საერთო რ-ბა

ერთეულის ღირებულება დღგ-ს გარეშე ლარში

დღგ

საერთო ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით ლარში

1 ფოლადის ბაგირი 19,5 მმ ГОСТ 2688-80

40 000      


მყიდველი უფლებას იტოვებს მოითხოვოს ზემოთ აღნიშნული ფოლადის ბაგირის ნიმუშის მიწოდება.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ტვირთის მიწოდება ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში უნდა იყოს უფასო.

საქონლის სპეციფიკაციები და მახასიათებლები:

  • ზემოთ აღნიშნული საქონელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ГОСТ 2688-80 ან მის შესაბამის აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს.
  • გთხოვთ მოგვაწოდოთ (ატვირთოთ) ბაგირის წარმოშობის, ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატები.

საქონლის შეფუთვა და მარკირება:

  • გთხოვთ მიუთითოთ შეფუთვის და მარკირების დეტალები (შეფუთვის ტიპი; სიგრძე)

შემოწმება:

  • საქონლის მიღება ექვემდებარება ხარისხისა და რაოდენობის კონტროლს მყიდველის წარმომადგენლის მიერ. მყიდველს აქვს უფლება დაიქირავოს საექსპერტო კომპანია ხარისხის შესამოწმებლად. მის მიერ გაკეთებული დასკვნა მიწოდებული საქონლის შესახებ მიჩნეული იქნება საბოლოოდ და არ დაექვემდებარება გასაჩივრებას.

საქონლის მიწოდების პირობები:

  • საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად და სავარაუდოდ გაგრძელდება 3-დან 5-თვემდე. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ფოლადის ბაგის ტრანსპორტირება გამყიდველის საწყობიდან შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" - ის თბილისში მდებარე ან შატილში მდებარე საწყობში წინასწარ-შემუშავებული საქონლის მოწოდების დედმის მიხედვით. ადგილმდებარეობა საზუსტდება ხელშეკრულების დადების დროს.
  • საქონლის გადმოტვირთვა მყიდველის საწყობში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მყიდველის მიერ.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება გამყიდველთან იწარმოებს ეტაპობრივად ეროვნულ ვალუტაში, მის მიერ საქონლის მიწოდებისა და მყიდველის მიერ საქონლის ჩაბარების და ზედნადების ატვირთვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში საბანკო გადარიცხვით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ყველა საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა-მიღების შემდეგ.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:
უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიებს ვინც ავანსის გარეშე მოგვაწვდის პროდუქციას ზემოთ აღნიშნული გადახდის პირობების თანახმად.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები: 

  • გთხოვთ შევსებული, ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი  სატენდერო  წინადადება გადაიყვანოთ PDF ფაილში ან დაასკანეროთ და ატვირთოთ სხვა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად შესყიდვების ელექტრონული სისტემის – www.tenders.ge საიტზე (მათი განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით) სატენდერო წინადადების დახურვის თარიღამდე.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 18 აპრილი, 16:00 სთ.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება შერჩევის შედეგების შესახებ.

სატენდერო მოწვევასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: 
ეკა მეფარიძე
ტელ: 595523565
ელ. ფოსტა: import@award.ge

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 აპრილი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა