ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2015, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T514 - ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი ძალიან მცირე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 39 ფილიალით არის წარმოდგენილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 21 ქვეყნის ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს  ტაქსით მომსახურებაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სპეციფიკაციების ცხრილი;

კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს მრიცხველებით;
  • ავტომობილები უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ და სანიტარულ მდგომარეობაში;
  • უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა;
  • უზრუნველყოს პრეზენტაბელური და თავაზიანი მძღოლებით მომსახურება;
  • უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის გამართული მუშაობა;
  • დაუყოვნებლივ მოახდინოს მგზავრის გაფრთხილება შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

შეთავაზება 1:

  • მომსახურების ტარიფები თბილისში (1 კილომეტრის ღირებულება)
  • აეროპორტში დახვედრა-გაცილების მომსახურების ტარიფები (ფიქსირებული)
  • თბილისიდან რეგიონებში მგზავრობის ტარიფები (ფიქსირებული)
  • ტაქსის დალოდების ტარიფები თბილისში

შეთავაზება 2:*

  • მომსახურების ტარიფები ბათუმში (1 კილომეტრის ღირებულება)
  • ტაქსის დალოდების ტარიფები ბათუმში

*(შეთავაზება გათვალისწინებულია ბათუმის ადგილობრივი კომპანიებისთვის)

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის განყოფილება);
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 27 მაისი 2015 წ. (18:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ფატიმა აქუბარდია
ადმინისტრაციული განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1562)
E-mail: p.akubardia@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

თამარ კასრაძე
შესყიდვების განყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1579) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ