ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2015, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T515 - ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართელოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  აცხადებს ტენდერს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე.

ტექნიკური დავალება, შესყიდვის ობიექტი:

1. შესყიდვის ობიექტია 6 (ექვსი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა, ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული თანმდევი საგარანტიო მოთხოვნის შესაბამისი ხარჯის გათვალისწინებით.
2. მისაწოდებელი ავტოსატრასნპორტო საშუალებები უნდა იყოს ახალი, 2014 ან 2015 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმოყოფი და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
3. ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავარაუდო ღირებულება, ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გასაწვი ხარჯის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 58642 (ორმოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდაორი) ლარს;
4.შესყიდვის ობიექტის ღირებულება მოიცავს ავტომობილის მიწოდებასთან ერთად, ავტომობილის თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გასაწვი ხარჯის ღირებულებას 100000 კილომეტრ გარბენზე. ერთეული ავტომანქანის საორიენტაციო ღირებულება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ავტომობილის ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • 100000 კილომეტრ გარბენზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნის შესაბამისი ხარჯი:
    ა)ძრავის ზეთის ხარჯი;
    ბ)ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
    გ)წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
    დ)ჰაერის ფილტრის ხარჯი;
    ე)კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
    ვ)ანთების სანთლები;
    ზ)ძრავის ღვედი.

აღნიშნული ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადახდილი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

  • ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის მაჩვენებელი (100000 კმ.), რომელიც დაანგარიშებულია მწარმოებლის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - ,,1,,-ის ნამრავლით 100000 კმ-ზე.

5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით დაფაროს მისაწოდებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟებისა და გადაფორმების ხარჯები;
6. მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოწოდება უნდა განხორციელდეს 2015 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში;
7. მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქუჩა #9;
8. საგარანტიო, გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ მითითებულ სერვის ცენტრში, შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
9. სავალდებულოა მიმწოდებელს გააჩნდეს ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილება.
10. სავალდებულოა მიმწოდებელს გააჩნდეს მის სარგებლობაში არსებული არანაკლებ ერთი სერვის ცენტრი ქ. თბილისში. ამასთან, სასურველია მიმწოდებელს გააჩნდეს მის სარგებლობაში არსებული არანაკლებ ერთი სერვის ცენტრი ქ. ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მონაცემები:

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას:

იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.

ფიზიკური პირებისათვის:

  • ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომ ფიზიკური პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირებისათვის:

  • რეკვიზიტები, შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ის შესაბამისად;
  • ფასების ცხრილი, შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2-ის შესაბამისად;
  • შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #3-ის მოთხოვნათა შესაბამისად, სასაქონლო მარკის, მწარმოებელი ქვეყნისა და საგარანტიო ვადის მითითებით;
  • საგარანტიო პირობების შესაბამისად, 100000 კილომეტრ გარბენზე, ავტომობილის ექსპლუატაციათვის საჭირო ხარჯი (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #4);
  • მისაწოდებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის მიერ გაცემული საპასპორტო მონაცემები (წვის მონაცემები და ტექნიკური მახასიათებლები);
  • ინფორმაცია ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია კომპანიის სარგებლობაში არსებული სერვის ცენტრის შესახებ;
  • ანგარიშსწორების პირობები;

სატენდერო წინადადების ფასი:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკაშირებული ყველა გადასახადს (რომელიც მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალების აქციზის ღირებულებას, განბაჟების, გადაფორმებისა და გარანტიით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურების დამატებითი ღირებულების გადასახადს).
  • სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის საფასური:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა საფასური 200 ლარის ოდენობით უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე: სს "ლიბერთი ბანკი", ანგარიშის # GE79LB0113124163736000 ბანკის კოდი: LBRTGE22 (მიმღები: შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", საიდ. კოდი: 206103722).

სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა:

  • დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ქართულ ენაზე შეუძლიათ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, მისამართზე ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული ოთახი #604.

სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა:

  • შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2015 წლის 18 მაისის 15:00 საათამდე. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთად, ერთ დახურულ კონვერტში ორ ეგზემპლარად (ერთი დედნის და ერთი ქსეროასლის სახით) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, მე-6 სართული, ოთახი #604, k.shubitidze@ggtc.ge.

სატენდერო წინადადების, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნებთნ შეუსაბამობა:

  • დასაშვებია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს, ან წარდგენილ იქნას სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია სატენდერო წინადადების არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებაზე.

ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენის შემდეგ, შერჩევის შედეგად, ტენდერის პროცედურების გასაგრძელებლად მოწვეული პრეტენდენტების ზეპირი ვაჭრობა მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21. ოთახი #624;

ალტერნატიული სატენდერო წინადადებების შესახებ:

  • დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.

სატენდერო წინადადებებისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ:

  • ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას (მინიმუმ 18 ივლისამდე).

შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები:

  • შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია";, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი #21, www.ggtc.ge სს "ლიბერთი ბანკი"; ანგარიშის # GE79LB0113124163736000, ბანკის კოდი: LBRTGE22, საიდ. კოდი: 206 103 722;
  • დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატენდერო აპარატის შემდეგი წევრისაგან: ქეთევან შუბითიძე ტელ: 224 40 40 (611), ელ-ფოსტა: k.shubitidze@ggtc.ge.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ