15 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5153 - ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკის აუზების სარემონტო-სამღებრო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკის აუზების სარემონტო-სამღებრო სამუშაოებზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკის (ს/კ 43.29.42.107) აუზების სარემონტო-სამღებრო სამუშაოები:
ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა:
- ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
- სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების ჩატარების კონკრეტული მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების აღწერა;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
კომპანია უფლებას იტოვებს:
- მოსთხოვოს პრეტენდეტს ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
- გამარჯვებულის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსთხოვოს კონტრაქტორს ,,საბანკო გარანტიის" წარმოდგენა საავანსო თანხაზე.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 15 აპრილი 18:00 სთ-მდე
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
შენიშვნა:
- პრედენტენტების მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს როგორც სარემონტო მასალების, ასევე სარემონტო სამუშაოების შერულების ღირებულებას ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
- პრედენტენტების მიერ შემოთავაზებული მასალები, რომლებიც გამოყენებული იქნება აუზების დამუშავებისა, უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით)
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები