ჩაბარების ვადა:

16 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5154 - ტენდერი ქ.ჭიათურაში, სატვირთო მანქანების სამრეცხაოების (6 ერთეული) მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს ტენდერს ქ.ჭიათურაში, სატვირთო მანქანების სამრეცხაოების (6 ერთეული) მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე.

ობიექტები მდებარეობს, ქ.ჭიათურაში და მის მიდმებარედ, კერძოდ:

  • ცენრალური გამამდიდრებელი ფაბრიკის (,,ცოფი“) მიმდებარედ, - 2 ერთეული.
  • შუქრუთის მაღაროსთან - 1 ერთეული.
  • კოროხნალის მაღაროსთან - 1 ერთეული.
  • N25 მაღაროსთან, კოროხნალი - 1 ერთეული.
  • სოფ. მღვიმევის შესახვევთან, საჩხერის გზატკეცილი - 1 ერთეული.

დანართში წარმოდგენილია ერთერთი ლოკაციის (,,ცოფი“) სიტუაციური გეგმა, სადაც ორივე სამრეცხაო გვერდი-გვერდ აშენდება. თანდართულია, ასევე აღნიშნული ორი სამრეცხაოს სამუშაოების მოცულობები, სარეცხი სისტემის სქემატური ნახაზი და მსგავსი სამრეცხაოს ფოტომასალა. ასევე, დანარჩენი 4 ლოკაციის სამუშაოს მოცულობები.

სამრეცხაოები იქნება იდენტური ტიპის, განლაგდება დაახლ. 50მ2 ფართობზე. გარკვეული განსხვავებები საინჟინრო კომუნიკაციებთან დაკავშირებით დაზუსტდება ადგილზე. სამუშაოების დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პროცესში ტექნიკური დეტალები შეთანხმდება დამკვეთთან. ასევე, მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებების განხორციელება სამუშაოების პროცესში.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრეტენდენტების მიერ შემოთავაზება გამოგზავნილი უნდა იქნეს ტენდერის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში, შემდეგ ელექტრონულ მისამარათზე: e.kiria@gm.ge ასევე, აღნიშნულ მისამართზე შესაძლებელია ტექნიკური ხასიათის კითხვების გამოგზავნა, რაზედაც კომპანია შესაძლებლობის ფარგლებში გასცემს პასუხს.

ტენდერში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ განფასებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მშენებლობის განხორციელების ვადა და ანგარიშწორების პირობები. სკანირებული დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს ხსენებულ მისამართზე, ხელმძღვანელის ხელმოწერით.

გამარჯვებულად გამოვლინდება ის მონაწილე, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო შემოთავაზებას.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები