ჩაბარების ვადა:

15 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5162 - ტენდერი ბათუმის ახალი ფილიალის მოწყობასთან დაკავშირებით საჭირო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ღია ტენდერს ბათუმის ახალი ფილიალის მოწყობასთან დაკავშირებით საჭირო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის შესყიდვაზე.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 აპრილი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სსვითიბი ბანკი ჯორჯია(ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის შესყიდვა).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილების შესახებ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ირაკლი თავაძე,
მობილურის ნომერი: 591-40-10-55;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1624),
ელ. ფოსტა: i.tavadze@vtb.com.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/57/batumis-akhali-pilialis-motskobastan-dakavshirebit-sachiro-ventilatsia-konditsirebis-sistemis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები