18 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5168 - ტენდერს არაბრენდირებული ბიოდეგრადირებადი პარკების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ საქკაბელი“ აცხადებს ტენდერს არაბრენდირებული ბიოდეგრადირებადი პარკების შესყიდვაზე.
- პარკის ზომები: 35*65სმ - 50 000 ცალი
- ტვირთამწეობა -არანაკლებ 5კგ და არაუმეტეს 7კგ-სა.
ბიოდეგრადირებადი პარკის მონაცემები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის #472 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს.
ბიოდეგრადირებადი პარკის წარმოების შემთხვევაში პეტენდენტმა უნდა წარადგინოს შესაბამისობის დოკუმენტი, რომ წარმოებულია საქართველოს სტანდარტის შესაბამისად (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო იმპორტის შემთხვევაში EN13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დოკუმენტი. ყველა ეს დათქმა წარმოდგენს გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების არსებით პირობას.
პარკზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ნიშანდება ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის შესაბამისად, მათ შორის:
- წარწერა - „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“
- ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი
- ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა
პროდუქციის მიწოდების ვადა: 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ეტაპობრივი მიწოდება. შესყიდვა განხორცციელდება სავარაუდოდ 4 ეტაპად. მოთხვვნის შესაბამისად. მოთხოვნიდან 7-10 სამუშაო დღე.
საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, გუაუთის N7
ტენდერის ვადები:
- შეთავაზებების მიღება იწყება მიმდინარე წლის 11 აპრილიდან და მთავრდება 18 აპრილს 18:00 საათზე.
პრეტენდეტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფასების ცხრილი
- წინასწარი ნიმუში ხარისხის შესათანხმებლად, მათ შორის სისქის, ფაქტურის და ტვირთამწეობის დასადგენად. გამარჯვებული პრეტენდენტის შემთხვევაში ამ შეთანხმებული ნიმუშის მიხედვით მოხდება ხარისხის შესაბამისობის დადგენა პროდუქციის მიღებისას.
- ანგარიშსწორების პირობები
- ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ; განაცხადში თან უნდა იყოს მითითებული დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა).
- კომპანიის რეკვიზიტები
პრეტენდენტებმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@sakcable.ge
ტექნილურ საკითხებზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:
შესყიდვების მენეჯერი: გოჩა საყვარელიძე
მობ: 577 26 00 60
ელ. ფოსტა: g.sakvarelidze@sakcable.ge
ტენდერის კატეგორია:
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები