ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5169 - ტენდერი ბანკომატების (ATM) შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ტენდერს 50 ბანკომატის შესყიდვაზე.

ბანკომატების მახასიათებლები და შესყიდვის თანმიმდევრობა მოცემულია განცხადების დანართში (იხ. დანართი).

  • ბანკომატების ყოველწლიური შეკვეთა განხორციელდება ყოველი კალენდარული წლის პირველ ნახევარში;
  • გადახდის პირობები: შეკვეთის ავანსი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი, დარჩენილი თანხა გადაიხდება მიწოდების და მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
  • მიწოდების პირობები: DDP Tbilisi, მის: 0162, საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 39ა;
  • გარანტიის ვადა: 12 თვე (ბანკომატების მიღების დღიდან);
  • მიწოდების ვადა: არაუგვიანეს ავანსის ჩარიცხვიდან 16 კვირისა.

ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო პირობები:

  • საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება ( საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი
  • დოკუმენტები და სხვა შესატყვისობის დოკუმეტები.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასები (ყველა გადასახადის და სს "ბანკი ქართუ"-ს სათავო ოფისში მოწოდების ჩათვლით)
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • საგარანტიო პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2019 წელი, 18:00 GMT Tbilisi.

საკონტაქტო პირი: დავით ოდიშარია მობ: (+995) 595581210

სს „ბანკი ქართუ“, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მის.: ჭავჭავაძის გამზ. 39ა, თბილისი 0162, საქართველო, +995 32 200-80-80

ტენდერის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერის კატეგორია:

  • 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა