24 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5207 - ფასთა გამოკითხვა ქ. ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. N60-ში მდებარე ობიექტის ს/კ 03.01.24.131 რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. N60-ში მდებარე ობიექტის ს/კ 03.01.24.131 რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ქ. ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. N60-ში მდებარე ობიექტის ს/კ 03.01.24.131 რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
ფოტო-მასალა და დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა:
- ქ. ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. N60
- სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.
კომპანია უფლებას იტოვებს:
- მოსთხოვოს პრეტენდეტს ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
- გამარჯვებულის გამოვლენისა და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსთხოვოს კონტრაქტორს ,,საბანკო გარანტიის" წარმოდგენა საავანსო თანხაზე.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, გამსახურდიას გამზ. N60; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 24 აპრილს 18:00 სთ-მდე
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: amiran.tsaqadze@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: საკონტაქტო პირი: ამირან წაქაძე +995 5 97 90 26 95; სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.
შენიშვნა:
- სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს სსიპ ,,;ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად ( იხ. დანართი)
- პრედენდენტის მიერ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ფასი უნდა მოიცავდეს როგორც შენობის გამაგრებისა და სარემონტო მასალების, ასევე სამუშაოების შესრულების ღირებულებას ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
- ფასთა გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ვალდებულია, შეათანხმოს მომზადებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები