ჩაბარების ვადა:

22 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5208 - ტენდერი ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge

კომპანია „ფრეგო“ აცხადებს ტენდერს ავტოგასამართი სადგურის ბრენდირებასთან დაკავშირებით: ავტოგასამართი სადგური მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ახალციხის აგს (მის. ქ.ახალციხე, რუსთაველის ქუჩა N97 ს/კ 62.09.59.001).

სატენდერო პირობები:

  • აგს-ის არსებული ქუდი (წინა მხარეს-შუბლი და გვერდები) უნდა შეიფუთოს თეთრი დიბონდის ან სხვა მყარი მასალით, რომელსაც ზედ უნდა გადაეკრას ორაკალის, წითელი და შავი ფრეგმენტები რენდერ N1; N2 N3 -ში მოცემული ზომების და დიზაინის მიხედვით
  • აგს-ის ქუდის შუბლზე უნდა დამონტაჟდეს კომპანია “ფრეგო”-ს უკვე არსებული მოცულობითი ქართულ-ინგლისური ასოები და ლოგო ორმაგი დიოდური ნათებით.
  • ორ მარიგებელ სვეტზე, ორივე მხრიდან (წინა და უკანა მხარეს) უნდა გადაეკრას თეთრი ორაკალი, რომელსაც ზედ უნდა დაეკრას წითელი და შავი ორაკალის მასალისგან დამზადებული „ფრეგო“-ს ლოგო და ასოები, რენდერი N6-ს მიხედვით. რაოდენობა 4 ცალი. ლოგოს დიამეტრი 25 სმ. გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps

ფასმაჩვენებლის-სტელის ორი ვარიანტი:

N1 ვარიანტი: არსებული ცალმხრივი ფასმაჩვენებლის (სტელა) უნდა გადაკეთდეს ორმხრივ სტელად. არსებული სტელის უკანა მხარეს უნდა დამონტაჟდეს წინა მხარის ანალოგიურად: 4 პროდუქტის დასახელება ტაბლოებით, რენდერი N4-ს მიხედვით. არსებული სტელა არის მობილური, მისი გადაადგილება შესაძლებელია. სტელის დამზადებისას უნდა გათვალისწინებულ იქნას, რომ მისი ზედა ნაწილის (სადაც განლაგებულია პროდუქტის დასახელებები და ტაბლოები) ერთიანად მოხსნა და დამონტაჟდეს მილკვადრატის ბოძზე და დაემატოს ზედა ნაწილში „ფრეგო“-ს ლოგო შემდეგნაირად:

N2 ვარიანტი: უნდა დამზადდეს და დამონტაჟდეს სტელა-ფასმაჩვენებელი - ორმხრივი, 4 პროდუქტზე, ელექტრო ტაბლოებით, უნდა რენდერ N5-ში მოცემული ზომებით. სტელისთვის გამოსაყენებელი მასალა: თეთრი ორგმინა, არაკალი, ორმაგი დიოდური ნათება. ბოძები და კარკასი იღებება წითლად.

პროდუქტის დასახელებები:

  • ლოგოს დიამეტრი 50 სმ. გამოსაყენებელი შრიფტი BPG Banner QuadroSquare Caps

სტელისთვის გამოსაყენებელი მასალა:

  • ორგმინა, დიოდური ნათება, არაკალი, ელექტროტაბლოები.

პროდუქტის დასახელებები სტელაზე:
ელექტრო ფასმაჩვენებლები აგს-ს ქუდის ქვეშ ორი ვარიანტი:

N1 ვარიანტი: აგს-ზე არსებულ ოთხ ფასმაჩვენებელზე უნდა გადაეკრას ორაკალის მასალისგან დამზადებული პროდუქტის დასახელებები და შეიცვალოს არსებული ტაბლოები ელექტროტაბლოებით, რენდერი N7-ს მიხედვით. ზომები თანდართული პროდუქტის დასახელებების სამუშაო ფაილის მიხედვით.

N2 ვარიანტი: უნდა მოხდეს აგს-ზე არსებული ოთხი ფასმაჩვენებელის დემონტაჟი და ახალი ოთხი ფასმაჩვენებლის დამზადება კარკასით, პროდუქტის დასახელებების დამზადება და მონტაჟი, რენდერი N7-ს მიხედვით. გამოსაყენებელი მასალა: ორგმინა , დიოდური ნათება, არაკალი, ელექტროტაბლოები. ზომები თანდართული პროდუქტის დასახელებების სამუშაო ფაილის მიხედვით.

გვესაჭიროება ტენდერში მონაწილე კომპანიებისგან ადგილზევე, ობიექტზე (ახალციხის აგს-ზე), ბრენდირებისათვის ზომების და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

გთხოვთ შემოგვთავაზოთ შპს „ფრეგო-ს აგს-ბის ბრენდირების განფასება 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით, აუცილებლად დანართი N1 ცხრილის სახით შემდეგ ელ. ფოსტაზე: tamar.kakabadze@frego.ge ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ზემოთმოყვანილი სამუშაოების შესრულების ვადა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
საკონტაქტო პირი: თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
ელ. ფოსტა:tamar.kakabadze@frego.ge

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები