ჩაბარების ვადა:

22 მაისი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T522 - ტენდერი ცენტრალური სასერვეროს კონდიცირების, ქსელური აპარატურის და უწყვეტი კვების ბლოკის შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ცენტრალური სასერვეროს კონდიცირების, ქსელური აპარატურის და უწყვეტი კვების ბლოკის შეძენაზე;

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ სამ ლოტად ფაილში მითითებული სპეციფიკაციების მიხედვით:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

1. კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით.
2. საგარანტიო ვადები და პირობები.
3. მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში).
4. ანგარიშსწორების პირობები.
5. ცნობა საგადასახადო დავალიანების არ არსებობის შესახებ.
6. საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერი) მონაცემები.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 მაისი, 2015 წ. საღამოს 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ქსელური ინფრასტრუქტურა);

სს ”ლიბერთი ბანკი”

საკონტაკტო პირი:
გიორგი ჩიტაია
giorgi.chitaia@libertybank.ge
მობ: 595 959966

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ