ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5222 - ტენდერი დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

მიზნით აცხადებს ღია ტენდერს 3 (სამი) ლოტად:

  • I ლოტი - შენობა-ნაგებობებისა და მისი შიგთავსის დაზღვევა;
  • II ლოტი - ბანკომატებისა და Cash in ბანკომატების დაზღვევა;
  • III ლოტი - ავტო-სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 30 აპრილი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (იმ ლოტის დასახელება, რომელშიც პრეტენდენტი იღებს მონაწილეობას).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობასა და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილების შესახებ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე: ირაკლი გვაძაბია,
მობილურის ნომერი: 599-96-32-80;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1226),
ელ. ფოსტა: i.gvadzabia@vtb.ge

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/58/tenderi-dazgvevis-momsakhurebis-sheskidvis-shesakheb

ტენდერის კატეგორია:

  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები