ჩაბარების ვადა:

25 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5227 - ფასთა გამოკითხვა ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის არაორგანული ქიმიკატების შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკისთვის არაორგანული ქიმიკატების შეძენაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც შეძლებს, მოგვაწოდოს სასურველი საქონელი ეტაპობრივად სავარაუდო რაოდენობების მიხედვით 2019 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით;
  • შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხურში მდებარე აკვა-პარკში არსებული აუზისთვის საჭირო არაორგანული ქიმიკატებს, ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში.

მიწოდების ადგილმდებარეობა და ვადა

  • ზუგდიდის რ-ნი, სოფელი განმუხური - ანაკლია.
  • მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღე (დამატებით ეტაპობრივად, მოთხოვნის საფუძველზე);

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 25 აპრილი, 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:

  • წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები