3 მაისი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5228 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მომსახურება.
გთხოვთ იხილოთ დანართი #1-ის და დანართი #2-ის სახით წარმოდგენილი სამუშაოების ჩამონათვალი.
დანართ #1-ში მოცემულია საერთო ფართი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამურად შეადგენს 1500კვმ-ს. ამ ფართების გარემონტება მოხდება შეკვეთის საფუძველზე, ეტაპობრივად მთელი წლის მანძილზე.
ამ ფაილში საჭირო არის მხოლოდ ერთეულის ფასების მითითება იმ მასალების გათვალისწინებით, რაც ფაილის მეორე გვერდზეა მითითებული.
ხოლო დანართ #2-ში მოცემულია სტუდიისთვის განკუთვნილი ფართის გარემონტების მოცულობები.
გთხოვთ, წინადადებას რომ გადმოგზავნით, აუცილებლად მოგვწეროთ დანართ #2-ის შესრულების, ანუ რემონტის ზუსტი ვადა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, 2019 წლის 3 მაისის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
- ტენდერის ნომერი: 08/19
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2019 წლის 3 მაისის ჩათვლით
- განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
- შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონულად CD დისკზე.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი (08/19) და საკონტაქტო ინფორმაცია;
- შემოთავაზება დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვას;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
მობ: +995 599 577 282
E-mail: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის #95
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
სს ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები