ჩაბარების ვადა:

2 მაისი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T5232 - ტენდერი მედიკამენტების (ფარმაცევტული პროდუქტის) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ორგანიზაცია: "მულტიპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა" აცხადებს ტენდერს მედიკამენტების (ფარმაცევტული პროდუქტის) შესყიდვაზე.

  • მედიკამენტები უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით.
  • ფარმაცევტული პროდუქტის ვარგისიანობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 თვეს.
  • პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების შეუფერხებელი მიწოდება, ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.
  • ფარმაცევტული პროდუქტი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული ეროვნული რეჟიმით
  • ან/და რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის No188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე.
  • შემსყიდველს უფლება აქვს შერჩევის ეტაპზე პრეტენდენტს მოსთხოვოს ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამისი სერთიფიკატი.
  • ტექნიკური დავალება (ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლები და ფასების ცხრილი (იხ. დანართი).
  • პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ჯენერიკი მედიკამენტი.
  • პრეტენდენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს შეთავაზება ფასების ცხრილში მითითებული პროდუქციის ნაწილზე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე.

მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაკეთებული მოთხოვნიდან (შეკვეთიდან) არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის ოფიციალურ მისამართზე, ხოლო საბოლოო მიწოდების ვადაა 2020 წლის 01 მაისი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეული შეკვეთის განხორცილებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

შესყიდვების სისტემის საშუალებით. წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • ფასების ცხრილი
  • კომპანიის რეკვიზიტები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, საბანკო რეკვიზიტი).

დამატებითი ინფორმაცია:

  • სატენდერო წინადადების ატვირთვის ბოლო ვადაა 2019 წლის 2 მაისი.
  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში სატენდერო კომისია იღებს
  • გადაწყვეტილებას და წერილობით მიმართავს .ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს. იმ შემთხვევაში თუ კი შემსყიდველს არ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი ინფორმაცია პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ, იგი მიმართავს რანგით შემდგომ ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს.
  • გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც დააფიქსირებს საქონლის ყველაზე დაბალ ფასს და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
  • სატენდერო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში და მიმართავს პრეტენდენტს ხელშეკრულების გასაფორმებლად.
  • ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტების სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 02 მაისი, 18:00 სთ;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს:
ნინო იობაშვილი
ტელ: 599 54 04 48

შენიშვნა: აღნიშნული ტენდერი ტარდება ვაჭრობის გარეშე, ტენდერის დასრულების შემდეგ მონაწილე კომპანიები დაინახავენ ერთმანეთის დასახელებებს.

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 აპრილი 2019 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა